დაბა ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაციის) პროეტი იწყება!
ამის შესახებ ისაუბრეს 12 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან, რომელსაც პროექტის დამკვეთის – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მშენებელი კომპანია „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ და პროექტის შემდგენი „არქ დიზაინ მშენის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა დაბა ხარაგაულის წყალარინების პროექტი დეტალურად განიხილეს.
იმსჯელეს ქუჩების ეტაპობრივ დაქსელვაზე, რათა არ მოხდეს გზის დაკეტვა, გამწმენდი კოლექტორების, სატუმბების და სალექარების განთავსებაზე, ასევე ორმული გაჭრების შედეგად ამოღებული ნაშალის განთავსებაზე.
„ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ დირექტორის, ზურაბ ბარჯაძის თქმით, სატუმბი სადგურები და გამწმენდი კოლექტორები არის გერმეტულად დახურული, გავლილი აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხი და სრულიად უსაფრთხოა.
როგორც პროექტანტები ამბობენ, პროექტის საბოლოო დეტალების დაზუსტებას და ექსპერტიზის დასკვნას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. ამიტომ, მათი ვარაუდით ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოწყობის პროცედურები მარტის ბოლოს დაიწყება.
ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს .