ხარაგაულში სტიქიურ ზონად გამოცხადებულ სოფელში ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება. სოფელ ხემაღალას და ღვერკში, ყოველდღიურად ახალი ნაპრალები ჩნდება.
მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, მეორე ნაწილი კი ღამეებს შიშით ათენებს.
უკვე ორი თვეა, სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფოს ოფიციალურ პასუხს ელოდებიან – ხალხს აინტერესებს, რა ხდება სოფელში და რა იწვევს მიწის დახეთქას. მათი თქმით, არსებობს მხოლოდ ზეპირ სიტყვიერი განმარტება, რომ გეოლოგები მუშაობენ, თუმცა სამი თვეა, დასკვნა არავის უნახავს.
გეოლოგები ვარაუდობენ, რომ სოფლებში არსებული ვითარება რიკოთზე განხორციელებულმა არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.










