სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს.
რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, მისი ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
სისხლიანი გარჩევა, რომლსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა, სოფელ პატარა ხარაგაულში სუფრაზე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
გარჩევა ქუჩაში გაგრძელდა, რასაც 4 გასროლა მოჰყვა.