თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად ბინა მთლიანად განადგურდა.
მცხოვრებლებმა სახლი დროულად დატოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი წყლის გამაცხელებელი იყო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.