ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე სტეფანე მარტვილის მუნიციპალიტეტში მრევლის კრიტიკის ობიექტი გახდა.
მისი გადადგომის მოთხოვნით 10 000-მდე ხელმოწერაა შეკრებილი.
ხელმომწერები 5 ნოემბერს მიტროპოლიტ სტეფანეს ხელმძღვანელობით საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების მიერ მონასტრიდან ბერების გაძევებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი წინააღმდეგობა ქართული ეკლესიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.









