მოჭადრაკე კატო ფიფია სოციალურ ქსელში საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართავს და წერს, რომ მის მიერ ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მოგებული ლეპტოპი ვერ გამოაქვს, რადგან განბაჟების თანხის დამატებას სთხოვენ. როგორც ჩანს, გოგონას ამ თანხი გადახდის საშუალება არ აქვს.
„გამარჯობა!
ჭადრაკის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მოვიგე ლეპტოპი, რომელიც, ახლა 5 თვის შემდეგ ჩამოვიდა კომპანია DHL-ით.
ლეპტოპის ღირებულებაა 1100 ლარი და განბაჟების თანხას მთხოვენ 253 ლარს (ამას + 35 ლარი მომსახურება) :))
ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ავუხსენი სიტუაცია და საბოლოო პასუხი, რაც მივიღე, არის ის, რომ თუ არ გადავიხდი თანხას, უკან გააგზავნიან ლეპტოპს.
მარაზმი კიდევ ისაა, რომ ამავე ასაკში გამარჯვებულ ბიჭს მივწერე, რომელიც სომხეთიდანაა და მითხრა ,რომ მხოლოდ 10$ დაუჯდა ლეპტოპის გამოტანა :))“.









