
52 წლის ჯენიფერ ენისტონი ხშირად საუბრობს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი. ლამაზმანი აღნიშნავს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო წყალშია, მას მუდმივად თან დააქვს წყლით სავსე ბოთლი და დღის მანძილზე ტონუსს სწორედ წყლის დახმარებით ინარჩუნებს.









