LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არიან მდინარე ენგურზე გარდაცვლილები, რომლებიც საქართველოში გადმოსვლას ცდილობდნენ

წყალში დაიხრჩო გუშინ ჩემი წილი საქართველო! – წერილი გალიდან

დაპოსტა 2021/04/08-ში
A A
66
ნახვა
გაზიარება

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

ფაქტს სოციალურ ქსელში ემოციური ჩანახატით ეხმიანება ნიკო მიქაია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გამარჯობა საქართველო! მე ლევანი მქვია. 39 წლის ვარ და გალში ვცხოვრობ! ქართველი ვარ! ყველაზე დაჩაგრული ქართველი!

პატარა ბიჭი ვიყავი ომი რომ დაიწყო! შეეძლო მამაჩემს წავსულიყავით აქედან. ხო მართლა, მამა არ მყავს! ის ომის მერე დაიღუპა. რუსებმა მოკლეს თაგილონში. 16 წლის ვიყავი მაშინ! მეც შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? ჩემი სახლი ყველაფერს მერჩივნა.

აგერ, 30 წელია თითქმის რაც ასეთ დღეში ვარ. ვერ გამიგია რა უნდა გავაკეთო? ერთი ის ვიცი, რომ არ მინდა ჩემი სახლის დატოვება! ქართველი ვარ! ამიტომაც ზუგდიდში მირჩევნია ხოლმე გადასვლა! ენგურის ხიდით გადავდიოდით ხოლმე სულ! ყველა გადასვლა-გადმოსვლაზე რუსებს ვუხდი ფულს, რომ სახლში დავბრუნდე! მითხრეს, აიღე აფხაზური პასპორტი და სოხუმში იარე, რა გინდა ზუგდიდშიო? მაგრამ როგორ ავიღო აფხაზური პასპორტი? მე ხომ ქართველი ვარ!

გუშინ წყალს გაყვა ჩემი წილი საქართველო! ჩემი ბავშვობის მეგობარი ოჯახთან ერთად ცდილობდა ზუგდიდში გადასვლას! ექიმთან უნდა მიეყვანა ცოლი! საქართველოს მთავრობას კი რეგულაციები აქვს და 5 დღე კარანტინი უწევდა. ჩვენმა მეზობელმა გოგიამ უთხრა მე გადაგიყვანო „ჩორნი ხოდითო“! სხვა გზა არ ჰქონდა სიმონას და გაყვა მას! სიმონასაც ბევრჯერ შესთავაზეს აფხაზური პასპორტი, მაგრამ არ დათანხმდა! ისიც ქართველი იყო და არასოდეს უფიქრია უარი ეთქვა საქართველოზე! გუშინ კი წყალმა წაიღო მისი და მისი ოჯახის ცხოვრება! წყალმა წაიღო ჩვენი წილი საქართველო! რატომ უნდა მჭირდებოდეს მე, ქართველს, ერთი რაიონიდან მეორეში გადასასვლელად კარანტინი, როცა რუსები თავისუფლად ჩამოდიან საქართველოში! ვუყურებ საქართველოს და ვის რაში აინტერესებს როგორ ვართ ჩვენ აქ? რას ვაკეთებთ, რაც ვჭამთ და რას ვსვამთ? მთავრობა კარგი, მაგრამ ხალხი? სად არის ხალხი? სად არიან ჩემნაირი ქართველები, რომლებსაც გული კი დასწყდათ სიმონას ამბავზე, მაგრამ აზრი? მაშინ გადახტა წყალში, როცა რუსები გამოეკიდნენ! რომ არ გადამხტარიყვნენ დაიჭერდნენ ეს შობელძაღლები! რა იცის ბევრმა, რამდენი უნდა ვიწვალოთ ახლა მათ გადმოსასვენებლად?

ეჰ, წყალში დაიხრჩო გუშინ ჩემი წილი საქართველო!

მეზობელი მყავს ერთი კიდევ: ირაკლი ჰქვია, ბებუაა გვარად! დრანდის ციხეში ზის და კაცმა არ იცის ცოცხალი გამოვა თუ არა! გალში ცხოვრობდა ისიც და აფხაზეთის დროშა დაწვა, საქართველოა აფხაზეთიო! იმას იქ აწამებენ და ესეც შეირგო ჩემმა საქართველომ! ესეც გადაყლაპა! დრანდის ციხეშია ჩემი წილი საქართველო! კარგი ბიჭია ირაკლი! უყვარს ეს ქვეყანა! დრანდიდანაც ძალიან უყვარს ქართველები და საქართველო! ის საქართველო, რომელიც არაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად!

სამეზობლო ვიყავით დღეს შეკრებილი! ყველა ჩუმად იყო! მთელი სოფელი აქ ვიყავით და ყველას ძალიან დიდი შიში აქვს ახლა ზუგდიდში გადასვლის! არადა, რა უნდა ვქნათ სხვა? მოგვადგებიან ალბათ ამ დღეებში და ისევ აფხაზურ პასპორტებს შემოგვთავაზებენ! მერე რა უნდა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?

მიყვარს საქართველო, მაგრამ… გუშინ წყალმა წაიღო ჩემი წილი! ვფიქრობ ზოგჯერ: ვახსოვართ რომ ვინმეს ენგურს გადაღმა? ფიქრობენ ნეტა ჩვენზე? 30 წელია არავინ შეგვიწუხებია და ამიტომ დავიმსახურეთ კარანტინი ზუგდიდში ჩასასვლელად?

ვზივარ ახლა და ვფიქრობ: რა უნდა ვქნათ ხვალ თუკი პასპორტს შემომთავაზებენ? დავთანხმდე და ვიარო სოხუმში თავისუფლად თუ გავრისკო ხოლმე მეც ენგურში შეცურვა, რომ ზუგდიდში წამლები ვუყიდო დედაჩემს? მიყვარს ქართველები, მაგრამ წყალს მიაქვს ჩემი წილი საქართველო!

დავბერდი უკვე და აღარ მინდა ასე ცხოვრება! აღარ მინდა ხიდზე ურმით სიარული და სახლში დასაბრუნებლად ფულის გადახდა! ნორმალური ცხოვრება მინდა ჩემს სახლში! რუსი მე მართმევს ხოლმე ჩემს ნაწვალებ ფულს და თბილისში თავისუფლად ჩამოდის, კომენდანტს არღვევს და ელარჯს ჭამს თბილისში! რუსმა მოკლა სიმონას ოჯახიც, რუსს ჰყავს ირაკლიც ციხეში ჩაკეტილი! რუსმა მოგვიკლა ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, გიგაც რუსმა მოგვიკლა, ოთხოზორია! მაგრამ ენგურს გადაღმა საქართველოში ვერა და ვერ გაიგეს, რომ რუსი მტერია, რომელიც გვკლავს ენგურს გადმოღმა ქართველებს!

ვზივარ ახლა ენგურის პირას და ვფიქრობ: რა ვუთხრა აფხაზს, რომელიც ხვალ ისევ აფხაზურ პასპორტს შემომთავაზებს? ამასობაში კი ენგურის ტალღებს მიაქვთ და მიაქვთ ჩემი წილი საქართველო!

პ.ს. ზედმეტი კითხვები რომ არ იყოს, ირაკლი ბებუას გარდა ყველა პერსონაჟი გამოგონილია! მაგრამ დამერწმუნეთ, გალის მაცხოვრებლების გულის ტკივილია ამ ყველაფერში! ამოვიღოთ მეგობრებო ხმა და დათვს ბაბაიას ნუ დავუძახებთ! წყალი წაიღებს ჩვენს წილ საქართველოსაც თუ არ გამოვფხიზლდით! მერე კი გვიან იქნება!“, – წერს ნიკო მიქაია.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
როგორი იქნება 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მთავარი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის   ვერძი დღეს ენერგიული და მიზანდასახული იქნებით. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას სიჩქარეს მოერიდეთ. საღამოს ახლობელ ადამიანთან სასიამოვნო საუბარი გელით.  ...

დაწვრილებითDetails

დააკავეს სამი ე.წ. კანონიერი ქურდი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

აფხაზეთში სამი „კანონიერი ქურდი“ რაულ ბარცბა (მეტსახელად „პიზა“), სტანისლავ ციშბა (მეტსახელად „პაკა“) და გია მეფორია დააკავეს. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ვრცელდება დაკავებული „კრიმინალური ავტორიტეტების“ ფოტოებიც.

დაწვრილებითDetails

ცნობილი მოდელი პოლონეტში, ტბაში იპოვეს გარდაცვლილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

24 წლის მოდელისა და მომღერლის, ჯესიკა იარიკრეს ცხედარი, რომელიც 13 ივლისს გაუჩინარდა, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საკუთარი სახლის მახლობლად ტბაში იპოვეს.   იარიკრე ბოლოს საღამოს, კუნიცკის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში ნახეს....

დაწვრილებითDetails

ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ირმა ქურასბედიანი ნატა ვიბლიანს ლექსს უძღვნის
მთავარი

პოეტმა ირმა ქურასბედიანმა ნატა ვიბლიანს ლექსი მიუძღვნა ,,ჩემი სოლიდარობა ნატა ვიბლიანს" რახანია შენს დიდ ტკივილს ამბად ვისმენ ნატა, კიდე უფრო მეტად ვწუხვარ, მეც სვანი ვარ რადგან. დღემდე როგორ მოაღწიე, როგორ...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა იმატებს – როგორი ამინდი გველოდება

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დიდ ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღისით ჰაერის...

დაწვრილებითDetails

თოფიდან რამდენჯერმე ესროლა ყოფილ მეუღლეს და ერთ პირს – რა მოხდა თერჯოლაში

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 29 ოქტომბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

მზადაა, კვლავ ფურორი მოახდინოს – რას წერს ბუნდესლიგა ბუდუ ზივზივაძეზე

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძეზე
მთავარი

ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდი, მეორე ბუნდესლიგის პოტენციური ბომბარდირების შესახებ წერს და სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში „ჰაიდენჰაიმის“ ქართველი შემტევი, ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 32 წლის შემტევი ბომბარდირობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
ყველაზე დიდია კოლხეთში – ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
მთავარი

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს -  ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს: "ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების...

დაწვრილებითDetails

პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
პატარა გაბრიელის დედა ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პატარა უკვე პალატაშია და თავს კარგად გრძნობს. „ყველაზე ტკბილი და პატარა ადამიანი. ჩვენ უკვე პალატაში ვართ“, – წერს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
ივლისი 20, 2026
0
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი მ. ფ.-ს (თერჯოლა, სოფელი სიქთარვა) ყველის წარმოება შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"