LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“შემოდგომის წყალტუბო”- რა ღონისძიებები გელით 28-29 სექტემბერს

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/09/19-ში
A A
1.4k
ნახვა
გაზიარება

წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, წყალტუბოში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ – მინისტრის თქმით, წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული.

„წყალტუბო, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ბრილიანტია და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბუნებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები, ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ თქვენ, თუმცა ეს ბუნება საქართველოსთვისაც შეუდარებელია. წყალტუბო, რომლის ბალნეოლოგიური ისტორია ასწლეულების განმავლობაში იწერებოდა, სამწუხაროდ, უყურადღებოდ იყო, მაგრამ გარწმუნებთ, ეს დასრულდება. საერთოდ, საქართველოს ბალნეოლოგიური, სამედიცინო-სამკურნალო ტურიზმის მომავალი წყალტუბოსთან იქნება დაკავშირებული და ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ, ის შესაძლებლობა, რომელსაც წყალტუბო შექმნის დასაქმების, მკურნალობის, ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, იქნება უნიკალური, თუმცა ამას დასჭირდება 24-საათიანი მძიმე შრომის წლები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის – წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეს ახალ სიცოცხლეს, ახალ ენერგიას, ახალ ძალას შესძენს წყალტუბოს, მთლიანად იმერეთის რეგიონს და რა თქმა უნდა, საქართველოს. მიუხედავად იმ ფრთხილი მცდელობებისა, რაც ჩვენ გვქონდა წყალტუბოს განვითარებისთვის, ეს იმდენად დიდი და მასშტაბური პროექტია, რომ ყოველთვის გვიჭირდა მასთან შეხება, მისი წამოწყება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში, ყველანი ერთად ვნახავთ წყალტუბოს განვითარების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება.

„ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს განსავითარებელი და ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავრობის ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იყო ბაკურიანის, გუდაურის, ბათუმის, კახეთის რეგიონის მიმართულებით, თუმცა მერწმუნეთ, წყალტუბოს ჯერი მოვიდა. ეს გადადება არ იყო იმით გამოწვეული, რომ წყალტუბოს მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდით. პირიქით, ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, თუ სრულად არ ვიქენით მზად იმისთვის, რომ ამას ხელი მოვკიდოთ, საერთოდ შეუძლებელია ამაზე საუბრის დაწყება. თუმცა, გარწმუნებთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და უახლოეს პერიოდში ყველანი ერთად ვნახავთ, წყალტუბოს განვითრების, აღდგენის ტემპები ეტაპობრივად როგორ დაჩქარდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა „ნამახვანის“ პროექტზე და განაცხადა, რომ ეს ენერგო-დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„გარდა ამისა, რა თქმა უნდა, წყალტუბოში უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი „ნამახვანის“ პროექტი მიმდინარეობს, რომელიც არის 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და რომლის საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარია. ამ მშენებლობის ეტაპზე, გარანტირებულად არის 3 000 სამუშაო ადგილი ადგილობრივებისთვის და შემდგომ, ეს არის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის დამატებითი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ – მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი პრობლემა და ამოცანა დღეს სამუშაო ადგილებია.

„ამიტომ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად, ამ ეკონომიკური კრიზისის და პანდემიის შემდგომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, აღორძინება, რომ გარდა იმისა, რომ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს, სწრაფად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები.

არ უნდა დაგვავიწყდეს და წყალტუბოში ეს განსაკუთრებით ხმამაღლა უნდა ვთქვათ, ჩვენი დევნილები. მოგეხსენებათ, ყველაზე მინიმუმი რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს მათთვის არის ის, რომ იზრუნოს მათ სოციალურ მდგომარეობაზე, დააკმაყოფილოს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც, საუბედუროდ, სამშობლოში გახდნენ დევნილები, ელემენტარული საცხოვრებლით და ამ მიმართულებითაც წყალტუბოში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ წლის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ კიდევ 3 000 ოჯახს, რომელთაგანაც 2 000 იქნება ახალი საცხოვრებელი, 1 000 ადამიანს დაუკანონდება მისი დღევანდელი საცხოვრებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ადამიანი ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში.

„ჩვენი ბავშვები, რომელთა განათლებაზეც ვზრუნავთ და ამიტომ გვაქვს სისტემური რეფორმა განათლების სამინისტროში, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი საპენსიო უზრუნველყოფა და ამიტომ გამოვიტანეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არ არის დამოკიდებული არჩევნებზე და პარტნიულ ცვლილებებზე, არამედ კანონი განსაზღვრავს ყოველწლიურად პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას, ჩვენი მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები – ეს ის ხალხია, რომელზეც ყოველდღიური ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა იმისთვის, რომ ეს ადამიანები უკეთესად მოემსახურონ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა, წყალტუბოში, არ უნდა დაგვავიწყდეს საუბარი სოფლის მეურნეობაზეც იმიტომ, რომ უაღრესად ნაყოფიერი მიწა გაქვთ. ისევე, როგორც ბალნეოლოგია იყო წყალტუბოს ასეთი ნიშანი, ასევე სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგები იყო წყალტუბოსთვის დამახასიათებელი და წამყვანი, ყოველთვის. ჩვენ, აქ დავბრუნდებით უახლოეს მომავალში, კონკრეტული წინადადებებითა და პროექტებით, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აქ, პირველად საქართველოში, შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული კლასტერი, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტული კულტურების წარმოების და შემდეგ მათი გადამუშავების, დასაწყობების, დაფასოების და უცხოურ ბაზრებზე წვდომისთვის. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ქუთაისის აეროპორტს და ეს ინფრასტრუქტურა, ამ ზონაში მოეწყობა.

ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული ქვეყნისთვის, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ბევრი საქმე გვაქვს გასაგრძელებელი და დასასრულებელი. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ 2012 წელს და უნდა დავასრულოთ, რა თქმა უნდა, იქნება ოქტომბრის არჩევნები. იქნება არჩევნების ხარისხი. იქნება ის, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში შეეძლება წარმოაჩინოს თავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კანდიდატთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად, რომელიც ამ რეგიონის შვილია, რომელმაც იმიტომ, რომ აქ მუშაობდა გუბერნატორად, ზედმიწევნით, ზუსტად იცის თითოეული სოფლის, რაიონის და რეგიონის პრობლემები, ის იქნება ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია, რა თქმა უნდა ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფოს აშენება. გამარჯვებას გისურვებთ“, – აღნიშნა პრემიერ – მინისტრმა.

გაზიარება556

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

პორტალი ისეა გახსნილი – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვან პერიოდზე საუბრობს და მათ გარკვეულ რჩევებს აძლევს. მისი თქმით, სექტემბრის ფავორიტი ნიშნებია: 1) კირჩხიბი  - კირჩხიბებმა უკვე გაიარეს ტკივილი და ზეწოლა, ეს პერიოდი...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს. „კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, დღეს 7 სექტემბრის დილიდან 8 სექტემბრის შუადღემდე,  საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად  გაუარესდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა. "ვიღაცის მუცლის ხეთქვის გამო ანგელოზები კვდებიან. როგორ მეცოდები, მარიამ და ვაიმე, შენს დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი შვილო..." - წერს...

დაწვრილებითDetails

გონიოში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა – დაშავდა 5 ადამიანი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

გონიო-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 6, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  35 წლის კაცს რესტორანში, ჩანთის მოპარვას ედავებიან, რომელშიც 2 000 ევრო იდო. იტალიის ქალაქ ნოვენტა-დი-პიავეში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 35 წლის მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"