წყალტუბოში, სოფელ გუმბრინში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საწარმოში სადაც ქვებს ამუშავებენ, ბუნკერის წმენდისას, 52 წლის მამაკაცს ფეხი დაუცდა და დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.
როგორც Mega TV-ს ადგილობრივები უყვებიან, უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული.
შემთხვევა 30 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო და პოლიციის ბრიგადები.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილის ამოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ექსპერტიზის პასუხის მიხედვით მამაკაცი არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.