წყალტუბოში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე იყო, ის სავარაუდოდ, 20 წლამდე კაცმა დაჭრა.
ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე დაკავებული არ არის.
შსს-ს განცხადებით გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.