წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში საზაფხულო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია გამოსაშვები ჯგუფის მოსწავლეთა როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული და შერეული ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები.
წელს 13-მა მოსწავლემ სამხატვრო სკოლის სრული კურსი დაასრულა .
სამხატვრო სკოლის დირექტორმა – მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა აღნიშნა, რომ 2026 წლის გამოფენა, წინა წლებთან შედარებით, უფრო მრავალმხრივი, ღრმა და საინტერესოა.
2026 წლის გამოსაშვები ჯგუფის ხელმძღვანელი მხატვარი მეგი ტუსკაძე იყო .
გამოფენის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენის გახსნაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ინგუშა აბესაძე, რომლის ინიციატივით 1988 წელს წყალტუბოში სამხატვრო სკოლა დაარსდა.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” სამხატვრო სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით მომავალ წელს ახალ, თანამედროვედ მოწყობილ შენობაში დაიდებს ბინას.










