ქუთაისის ნაწილს უკვე 29 საათია წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები სოციალურ ქსელში კრიტიკულ კომენტარებს წერენ.
9 საათზეო და არ ჩანს წყალი 10 საათი დაიწყო,მართლაც საზღვარი აქვს ყველაფერს რა
როდემდე უნდა ვიყოთ ასე მითუმეტეს ამ სიცხეში
დენიც არ იყო, არც წყალია. შევარდნაძეც იქნება ალბათ სადმე
უპასუხისმგებლოები ასეთ სიცხეში წყალს რომ გაუთიშავ ხალხს
Წყალი ჩართეთ დაგვესია ბუზები
სირცხვილი …სამარცხვინოაა სულ აკეთებენ მაგრამ არაფერიც არ კეთდება
არადა 10 წუთი რო დაგავიწყდეს გადასახადის გადახდა გაფრთხილების ფურცელი ეგრევეა კარში გაჩხერილი
ამ სიცხეში რომ ამდენ ხანს წყალს გათიშავ
დაიცალა ბაკებიც
სწორი სმს შეტყობინებიტ მაინც გაგვაგებინეთ აღარ გრცხვენიათ???24 საათი რომ აღარა წყალი 1 საათით მაინც მოგვაწოდეთ და სემდევ გააგრძელეთ მუშაობა ასე როგორ შეიზლებაროდის აღდგება.. რატომ არ გვაწვდიან ინფორმაციას..ცხელ ხაზზეც ვერ ვრეკავ… დაკავებას იძლევააქოთდა ქალაქიცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ. კაცმა თაფლი წაისვა და სიცხეში დაჯდა, ჩვენ კიდე უწყლოდ ვერ გავჩერებულვართ 24 საათი.როგორ შევიცვალეთ ქართველებიეჰ…ყველაზე მაღალი ტემპეტატურა რომ იყო მაშინ გამორთეს წყალი სადისტები ხართსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მადლობათქვენ ბავშვობა დაგვიბრუნეთ
ქალაქში წყალი გუშინ დილით, 07:00 საათზე შეწყდა.
წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ქალაქის ნაწილს წყლის მიწოდება გვიან ღამით 02:00 საათზე აღუდგა, ნაწილს კი 09:00 საათზე უნდა აღდგენოდა, თუმცა მოქალაქეებს წყალი ჯერაც არ მიუღიათ. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ 24-საათიანი სამუშაო პროცესი 09:00 საათზე დასრულდა, მოსახლეობას კი წყალი 16:00 საათის შემდეგ ექნება.