თეა წულუკიანმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი თავაძე – წარუდგინა
შეხვედრაზე თეა წულუკიანმა მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა, კერძოდ, თეატრისათვის 2023 წელს გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელიც 1 133 000 ლარს შეადგენს, სამინისტროს მიერ კიდევ 250 000 ლარით გაიზრდება, რაც მხოლოდ ხელფასების გაუმჯობესებისათვის იქნება გამოყენებული.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თეატრის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეც. მინისტრმა ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს შესთავაზა, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც თეატრის ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, მათ შორის პროექტის შექმნაზე, იმუშავებს. თავის მხრივ, ზვიად შალამბერიძემ მესხიშვილის თეატრს მხარდაჭერა აღუთქვა. ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ისაუბრა თეატრის განვითარების საკუთარ ხედვებსა და ინიციატივებზე და ამ პროცესში თეატრის ადმინისტრაციისა და დასის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თეატრის ადმინისტრაციის თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე, მართვაში ხარვეზების აღმოფხვრასა და თეატრის შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებაზე.