LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა პოლიტიკურ გარემოს მივიღებთ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში

წულუკიანი, თალაკვაძე, მდინარაძე – როგორ გადანაწილდება თანამდებობები მმართველ გუნდში

დაპოსტა 2020/11/28-ში
A A
1.9k
ნახვა
გაზიარება

ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდება მმართველ გუნდში თანამდებობებ

არსებული ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.

 

 

იმ შემთხვევაში, თუკი თეა წულუკიანი მთავრობის ნაცვლად საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს, ის სავარაუდოდ, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს

მე-10 მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობას კვლავ მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე დაიკავებს.

 

მმართველმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაასახელა.

 

რეგლამენტის თანახმად, დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით, პირველსავე სხდომაზე აირჩევენ. ამასთან მეათე მოწვევის პარლამენტი 10 დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

 

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წელს გახდა, როდესაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა

მე-10 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შესაძლოა, მამუკა მდინარაძე გახდეს.

 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება, მას შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობის შეთავსებაცმოუწიოს, რადგან ახალი რეგლამენტით, უმრავლესობის ლიდერის პოსტი ფორმალური ხასიათისაა.

 

მამუკა მდინარაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო, თუმცა 2019 წლის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის და უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის შემდეგ, მან უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა.

 

გარდა ამისა, მმართველ გუნდში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე კონსულტაციები უკვე დაიწყო. 

 

კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოზარ სუბარის კანდიდატურა მოიაზრება;

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – მაია ბითაძის;

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე – მაკა ბოჭორიშვილის;

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი შესაძლოა, დავით სერგეენკომ დაიკავოს.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანისადა ირაკლი ბერაიას კანდიდატურები განიხილება,

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მიხეილ სარჯველაძესა და შალვა პაპუაშვილს შორის.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოსტზე განიხილება როგორც ირაკლი კოვზანაძის, ასევე პაატა კვიჟინაძისკანდიდატურები,

 

ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის კანდიდატურებზე მსჯელობენ.

 

 

 

გაზიარება762

დაკავშირებული -პოსტები

“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”
მთავარი

ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "ჭიათურა"  წერს. "მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანგანუმის ფართომასშტაბიან მოპოვებას ცდილობენ 2026 წელს გაცემული ნებართვით კომპანია და სისტემა. სოფლის მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

თუ ვინმეს დროებით სთხოვეს ტაძრიდან გასვლა ბავშვის დასამშვიდებლად, ეს არ ნიშნავს ადამიანის ეკლესიიდან განდევნას – მიტროპოლიტი ანტონი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მეუფემ წირვის მიმდინარეობისას ბავშვს ხმაურის გამო უსაყვედურა. "გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომელიც გამიზნულია აშკარა დისკრედიტაციის...

დაწვრილებითDetails

ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

 ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  „საუბარი არ არის იმაზე, შეძლებენ თუ არა ბავშვები სოციალურ ქსელებზე წვდომას. საკითხი ისაა,...

დაწვრილებითDetails

თანხისა და ძვირადღირებული ნივთების გამოძალვისთვის ქუთაისში ქალი ცემეს

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ქუთაისში ნიღბიანი პირები ქალს თავს დაესხნენ და ცემეს. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით პოლიცია ამ დრომდე ეძებს შეიარაღებულ, ნიღბიან პირებს, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით ქალს თავს დაესხნენ და მიიმალნენ....

დაწვრილებითDetails

როგორია ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, რომელსაც ტროტუარზე სკუტერი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
მოტოციკლი ხანდაზმულ ქალს შეეჯახა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა
მთავარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გვერ­დზე „ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს“, გავ­რცელ­და ქუ­ჩის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის მიერ ჩა­წე­რი­ლი მძი­მე კად­რე­ბი, რომ­ლებ­საც თან ახ­ლავს გაფრ­თხი­ლე­ბა: "ვი­დეო შე­ი­ცავს სენ­სი­ტი­ურ კად­რებს“. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, რო­გორ ეჯა­ხე­ბა ტრო­ტუ­არ­ზე მოძ­რა­ვი მო­ტო­ციკ­ლის...

დაწვრილებითDetails

9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

"7 წლის ასაკში მამა ჩამაკვდა ხელებში, 9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე" - ამის შესახებ პოდკასტში "ვეძებ" ნატა ვიბლიანმა ისაუბრა. https://www.youtube.com/watch?v=7zXrn0ZkOZc  

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს – კაია კალასი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა...

დაწვრილებითDetails

წყალი 12 საათით შეწყდა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ნაძალადევი, რევაზ ურიდიას ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 13:00 საათიდან 14 ივლისის 01:00 საათამდე წყალმომარაგება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია პოეზიის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აცხადებს UNESCO-ს ლიტერატურის ქალაქების პოეზიის საერთაშორისო კონკურსს „SLAMOVISION 2026“. კონკურსის გამოცხადების თარიღი - 2026 წლის 10 ივლისი. საკონკურსო ნამუშევრები...

დაწვრილებითDetails

ამინდი ისევ გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"