მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა, – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.
“ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს:
კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.
მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…
ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს”,- წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენნებთ თინა ხიდაშელსა და მის მეუღლეს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 19 თებერვალს დაუდასტურდათ.









