კვირის დასაწყისში შესაძლოა, ის თემები, მოლაპარაკებები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვერდზე გადადეთ, კვლავ გააქტიურდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება, დიდი ხნის დამალული გრძნობების შესახებ ისაუბროთ, რაიმე საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნდეს და გეგმებიც შეიცვალოს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დრამას მორიელი ამძაფრებს და ყველაფერი, რაც დაფარული იყო, ნელ-ნელა გამოაშკარავდება.
28 ნოემბერს პლანეტა ვენერა ლილიტს მორიელის ნიშანში შეუერთდება. კვირის ბოლოსთვის დაძაბულობა იზრდება. ურთიერთობებში ნდობის პრობლემა ჩნდება და შესაძლოა, ბევრი ადამიანი ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.
30 ნოემბერს პლანეტა ვენერა კუროს ნიშანში რეტროგრადული ურანის საპირისპირო პოზიციაში იქნება. ვენერა-ურანის საპირისპირო პოზიცია ურთიერთობებში მკვეთრს ცვლილებებს გამოიწვევს, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით იყავით.
30 ნოემბრის დასასრულს პლანეტა ვენერა მშვილდოსანში შედის, რაც სიმბოლურად გარდამავალ პერიოდს გამოხატავს. სამართლიანობის, გახსნილობისა და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის სურვილი გაგიჩნდებათ.
უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ როგორი იქნება 24-30 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
ამ კვირაში მოგიწევთ, სიმშვიდე მაქსიმალურად შეინარჩუნოთ და იმპულსურად არ იმოქმედოთ. შესაძლოა, სამუშაო გარემოში, პირად ცხოვრებაში უთანხმოებების გამო, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ. თუმცა, კვირის ბოლოს ენერგიის მომატებას იგრძნობთ. ადრე დაწყებული პროექტების გადახედვა და სხვადასხვა ხარვეზის გამოსწორება მოგიწევთ, რაც წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ. ამ პერიოდს შეთანხმებების დასადებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ნუ გამოიყენებთ. კომუნიკაცია ფერხდება და ტექნიკური და ფინანსური შეფერხებების რისკი იზრდება. ამიტომ, დრო დაწყებული საქმეების დასრულებასა და ახალი გეგმების ჩამოყალიბებას დაუთმეთ. შემდეგი კვირიდან კი განხორციელებაზეც იფიქრეთ.
კურო
მიმდინარე კვირის ანალიზი შემდგომი ნაბიჯების საფუძველი გახდება. უმჯობესია, ახალი პროექტები დეკემბრამდე არ დაიწყოთ. ფინანსურ სფეროში წინდახედულობა აუცილებელია, რადგანაც იმპულსური ხარჯვების რისკი იზრდება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ იურიდიული და ქონებრივი საკითხების, გადასახადების ან რეგისტრაციის დროს. თითოეული გადაწყვეტილება კარგად გაიაზრეთ. გარდა ამისა, კვირის ბოლოს შესაძლოა, ფინანსურმა სიურპრიზმა გაგახაროთ და მიიღოთ ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით.
ტყუპები
საჭიროების შემთხვევაში, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერას მიმართეთ: სანდო კონტაქტები დროებით სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სესხების აღება ან სარისკო ინვესტიციებში ჩართვა რეკომენდებული არ არის. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დეკემბრის დასაწყისამდე ნუ მიიღებთ. სამსახური და პასუხისმგებლობები მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დასვენება და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია არ უგულებელყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ და სტრესის დონე კიდევ მეტად გაიზრდება. თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ გულწრფელი საუბრები განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
თუ პირად ან საქმიან ურთიერთობებში გადაუჭრელი საკითხები დაგროვდა, უმჯობესია მათზე მშვიდად იმსჯელოთ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი რეტროგრადული მერკურის პერიოდშია, რადგანაც სწორედ ამ დროს ძველი უთანხმოებები კვლავ აქტიურდება. როგორც იცით, 29 ნოემბრამდე პლანეტა მერკური რეტროგრადულად მოძრაობს. ბევრ თქვენგანს სახლის საქმეებზე, ნათესავების მონახულებაზე ან ოჯახური შეკრებების ორგანიზებაზე ყურადღების გამახვილება მოუწევს. დაბალანსებული ყოველდღიური რუტინა, საკმარისი ძილი და ზომიერი ფიზიკური აქტივობა სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ლომი
ეს შედარებით მშვიდი პერიოდი იქნება განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვინც წინა კვირების განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევითა და პრობლემის მოგვარებით დაიღალა. მიმდინარე საქმეებზე ფოკუსირებისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარებისთვის შესანიშნავი დროა. ზომიერება გადაწყვეტილების მიღებაში და ტაქტი კომუნიკაციაში თქვენი საუკეთესო მოკავშირეები იქნებიან. თანამშრომლებთან, მენეჯმენტთან ეფექტური, გაწონასწორებული კომუნიკაცია სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. კვირის განმავლობაში საკუთარ თავზე ზრუნვას დრო დაუთმეთ, ხშირად განიტვირთეთ და არსებული ამოცანების მშვიდად შესრულება სცადეთ.
ქალწული
ადამიანებმა ყველაზე პერსპექტიული იდეებიც კი შეიძლება არასწორად აღიქვან. უმჯობესია, ცოტახანს მოითმინოთ. 27 ნოემბრის შემდეგ, დისკუსიებისა და ინიციატივებისთვის გარემო უფრო ხელსაყრელი იქნება. ამ კვირაში ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ და შესაძლოა, ძველი ვალდებულებებიც დაფაროთ. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად თქვენთვის შესანიშნავი კვირაა. გარდა ამისა, შესაძლოა, უკვე განხორციელებული საქმიდან და ინვესტიციიდან ბონუსი ან უფრო მეტი მოგება ნახოთ.
სასწორი
ამ კვირაში საკითხების მიმართ თანმიმდევრული და სტრატეგიული მიდგომა დაგჭირდებათ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. დიდი შანსია, რომ თქვენს ცხოვრებაში წარსულში დატოვებული ადამიანები გამოჩნდნენ და ურთიერთობის აღდგენასა და გააქტიურებაზე იფიქროთ. თუმცა, აქ ფრთხილად უნდა იყოთ და ყველა რისკი და წარსულის გამოცდილება შეაფასოთ. ასევე, მიმდინარე კვირა იმპულსური შესყიდვებისა და ფინანსური რესურსების გაუაზრებლად გამოყენებისთვის განსაკუთრებით საფრთხილოა და ჯობს, ამ კუთხითაც ყურადღებით იყოთ.
მორიელი
სისტემის განახლება, სისუსტეების აღმოფხვრა და პროცესების რესტრუქტურიზაცია დაგჭირდებათ. რეტროგრადული მერკური თქვენს ნიშანშია. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ აჩქარდეთ, მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ, ხოლო თუ მაინც გიწევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, შეეცადეთ, რომ თითოეულ დეტალს კარგად დააკვირდეთ. ყურადღება არსებულ საქმეებსა და ვალდებულებებზე გაამახვილეთ. გარდა ამისა, ნოემბრის ბოლო კვირა პროდუქტიულად მუშაობის პერიოდია. გექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა დავალება ეფექტურად გადაჭრათ და სამომავლო წარმატებებისთვის მოემზადოთ.
მშვილდოსანი
ძველი დავალებების შესრულება დაგჭირდებათ. სწორედ ძველი საქმეების აუდიტი და სტრუქტურული კორექტირება უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ახლის დაწყება. ფინანსური საკითხები ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. შესაძლოა, დაუგეგმავი ხარჯები შეგხვდეთ და ძველი ფინანსური ვალდებულებებიც დაბრუნდეს. მეორე მხრივ, დადებითი ტენდენციაც შეინიშნება. ამ კვირაში შეიძლება, ადრე შესრულებული სამუშაოსთვის ბონუსი, კომპენსაცია და ახალი შესაძლებლობებიც მიიღოთ.
თხის რქა
სერიოზული გადაწყვეტილებების, მიზნების, საქმიანი კონტაქტების და ბიზნეს მოდელების გადაფასების კვირაა. თუმცა საეჭვო ინვესტიციებს მაქსიმალურად მოერიდეთ. ახლა სტაბილურობისა და ფინანსური წინდახედულების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირად ცხოვრებაში შესაძლოა, გარკვეული უთანხმოებები შეგხვდეთ. ძველი კონფლიქტები, ფარული წყენა ან ნდობის პრობლემები წარმოიშვას. შეეცადეთ, გულწრფელად ისაუბროთ, საყვარელი ადამიანების მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
მერწყული
მიმდინარე კვირის განმავლობაში, მოგიწევთ, ჯანმრთელობის საკითხებს ყურადღება მიაქციოთ და სხვადასხვა ნიშანი აღარ უგულებელყოთ. შესაძლოა, განწყობის შეცვლამ, დაღლილობამ, პროდუქტიულობის შემცირებამ, უმოტივაციობამ შეგაწუხოთ. გარდა ამისა, წარსულში დატოვებული ურთიერთობის გააქტიურებაც მოსალოდნელია. საკუთარ თავს მოუსმინეთ. ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, ძველი თავი საბოლოოდ დახუროთ ან კიდევ ერთხელ გადახედოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ნუ იჩქარებთ, წარსულის გამოცდილება გამოიყენეთ, გააანალიზეთ შეცდომები და შემდგომი ნაბიჯები ისე დაგეგმეთ.
თევზები
განტვირთვა წონასწორობის შენარჩუნებასა და შინაგან დაძაბულობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეს კვირა ცუდი ჩვევების თანდათანობით დათმობისთვის შესანიშნავია. ოჯახურ ცხოვრებაში მეტი პირადი სივრცის სურვილი გაგიჩნდებათ. მთავარია, იმპულსური გადაწყვეტილება არ მიიღოთ და თქვენს პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ. ნუ შეინახავთ წყენასა და უთანხმოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღეს განსაკუთრებით არასასურველ შედეგს მიიღებთ. ეს კვირა სიახლეების დასაგეგმად შესანიშნავი პერიოდია. თუ რემონტს ან სხვაგან გადასვლას გეგმავთ, შეგიძლიათ, მომზადება დაიწყოთ და გარკვეული საკითხები წინასწარ გაითვალისწინოთ.










