ქუთაისში ქალაქის პროკურორი შეიცვალა. ინფორმაციას imeretiinfo.ge ავრცელებს. მათი ცნობით ემზარ გაგნიძე ირაკლი მირცხულავამ ჩაანაცვლა.
წყარო პროკურატურიდან ყვება, რომ ირაკლი მირცხულავა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პროკურორია და ის ქუთაისში წინასაარჩევნოდ მოავლინეს.
გარდა პროკურატურისა, ე.წ გადალაგების პროცესი მიმდინარეობს იმერეთის სამხარეო პოლიციაშიც. რაიონული პოლიციის განყოფილებებში მოადგილეებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც “ქართული ოცნების” კადრებად მოიაზრებიან და მათ მუნიციპალიტეტებში არჩევნები ჩააბარეს.