“წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს.
აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების მზარდ სტატისტიკას ფხაკაძემ კატასტროფული მდგომარეობა უწოდა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრ იარაღად კვლავ პირბადე და სოციალური დისტანცირების დაცვა რჩება.
ფხაკაძის თქმით, ვირუსის გავრცელება შემცირდება, თუ პირბადეს ყველა გამოიყენებს.
“ყველამ, რომ გამოიყენოს პირბადე ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. როცა დღიურად 30 ადამიანზე მეტია ქვეყანაში გარდაცვლილი, ეს პრაქტიკულად კატასტროფაა.
საქართველო დგას გენოციდის წინაშე. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს. ერთადერთი გამოსავალი პირბადეა”, – განაცხადა ფხაკაძე.