,,მე ვერ ვხვდები,რატომ უკვირს ქალბატონი ლომჯარიას დამცველებს მის მიმართ საზოგადოების აღშფოთება?
ქალბატონი ნინო არასდროს ან საკმაოდ იშვიათად ასახავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და ყოველთვის მოქმედებს ვიწრო პოლიტიკური და ვიწრო პარტიული(მარტოოდენ მისთვის მისაღები) ჯგუფების ინტერესების დასაცავად.
წესით, მას ევალება მიუკერძოებლად დაიცვას ნებისმიერი პირი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე,რასაც სამწუხაროდ იგი არაკეთილსინდისიერად ასრულებს.
ის მომენტი, თითქოს სახალხო დამცველს ებრძვიან პრორუსული ჯგუფები არასერიოზულად ჟღერს იმ ფონზე,როდესაც მაგალითად მე პროდასავლელ ქართველ პოლიტიკოსს საკმაოდ ბევრი პრეტენზია დამიგროვდა ომბუდსმენის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა,შემიძლია თამამად ვთქვა,რომ ჩემს პრეტენზიებს იზიარებს მოსახლეობის უმრავლესობა.
აღსანიშნავია ისიც,რომ ჩვენ საკმაოდ ძვირი გვიჯდება ლომჯარიას აპარატის საქმიანობა და იგი ვალდებულია ემსახუროს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და თუ ამგვარი მუშაობა არ შეუძლია,მაშინ დატოვოს დაკავებული თანამდებობა და საქართველოს მოქალაქეები ავირჩევთ უმრავლესობისთვის მისაღებ ნეიტრალურ,ობიექტურ და მიუკერძოებელ ადამიანს სახალხო დამცველის პოსტზე.” – წერს გიორგი მანჯავიძე სოციალურ ქსელში.










