წერილები ოლიგარქის ზნედაცემულ მონათა თავშესაფრიდან – ქუთაისში, მერიასთან ”ლეიბორისტულმა” პარტიამ აქცია-პერფომანსი გამართა. მათ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უკიდურესი მდგომარეობა გააპროტესტეს დაგანაცხადეს რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს კოვიდ პანდემიის ფონზე სასიკვდილოდ იმეტებს:
”წერილები ოლიგარქის ზნედაცემულ მონათა თავშესაფრიდან – ეს არის ის წერილები, რომლითაც სოციალურად უმწეოები კოვიდ 19-ის ეპიდეემის დროს, რომლებიც მაისის თვით თარიღდება, დატოვეს შემოსავლის გარეშე, რეალურად გაიმეტეს ადამიანები სასიკვდილოდ. ერთ შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, განსაცდელში ადამიანის მიტოვება,მეორე შემთხვევაში ეს არის უზნეო დამოკიდებულება, როდესაც მილიონებს ხარჯავენ მივლინებებში, პრემიებში, დანამატებში, ამ შემთხვევაში ვერ იმეტებენ ამ ადამიანებისთვის, თუნდაც მინიმალურ 100 ლარიან დახმარებას. გადარჩენის შესაძლებლობას მიცემდა ადამიანებს, ამდენად მისი სახელწოდებაა უზნეო ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად ამ არჩევნების პირობებში უნდა წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში და არა პოლიტიკურად და მათ პასუხი უნდა აგონ სისხლისამართლებრივად.” – განაცხადა საქართველოს ”ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორი სამსონ გუგავამ.










