ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, ნახევარკუნძულ რეიკიანესზე ვულკანი წელს უკვე მეექვსედ ამოიფრქვა.
მედიის ცნობით, ამოფრქვევას მიწისძვრა უძღოდა წინ, რომლის მაგნიტუდაც 4-ს შეადგენდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამმართველოს შეფასებით, ნაპრალის საერთო სიგრძე, რომლიდანაც ლავა გადმოედინება, თითქმის 4 კილომეტრს შეადგენს.
ჯერჯერობით გაურკვეველია წარმოადგენს თუ არა ეს ამოფრქვევა საფრთხეს ახლომდებარე სოფელ გრინდავიკისთვის, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია.
ნახევარკუნძულზე ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 2 თვის წინ დაფიქსირდა და 3 კვირას გრძელდებოდა. სულ ისლანდიაში 30-მდე აქტიური ვულკანური სისტემაა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში.










