ხობში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლის სახურავები დააზიანა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
ხე დაეცა სატვირთო მანქანასაც. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის და დაზარალებული ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებას მიიღებენ.