ძლიერი ხანძრი რუსთავში – წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ავტობაზრობაზე მოხდა და დამწვარია ავტომობილები. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.
mtavari.tv მომხდარს შსს-ში არკვევს. “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი უკვე გაემართა შემთხვევის ადგილზე.










