ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრამდე მოსახლეობა უფასო ტრანსპორტირების სერვისით ისარგებლებს – ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებებს.
ხონის ადმინისტრაციამ მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=613287&lang=ge
ტენდერის მიხედვით ტრანსპორტი ძეძილეთო-ნოღა-ხონის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, ბაზრობის დღეს იმოძრავებს.
ტენდერის ღირებულება 4 700 ლარით არის განსაზღვრული. წინადადებების მიღება 30 იანვარს სრულდება.
“ძეძილეთის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია. მოსახლეობის უმრავლესობა ასაკოვანი ადამიანია, მათი შემოსავალი ძირითადად ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებაა.
სატრანსპორტო კომპანიები ,მცირე დატვირთვიდან გამომდინარე , აღნიშნული მარშუტით არ ინტერესდებიან, რამაც მოსახლეობის გადაადგილების პრობლემები შექმნა.
ტენდერის წარმატებით დასრულების შემდეგ, უფასო ტრანსპორტირება ყოველ ოთხშაბათს (ბაზრობის დღეს) იქნება ხელმისაწვდომი, რაც მოქალაქეებს გაუადვილებს გადაადგილებას, პროდუქტების რეალიზებას და დაუზოგავს ხარჯებს.” – ნათქვამია ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძეძილეთში არსებული პრობლემების მოკვლევაზე, გაშუქებასა და ადვოკატირებაზე ტელეკომპანია “მეგა ტვ” “ევროპის ფონდის” პროექტის ფარგებში მუშაოდა.










