LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძამას ხეობაში, მონაზონსა და შატბერდის მონასტრის წინამძღვარს შორის ფიზიკური დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრი ადასტურებს

ძამას ხეობაში, მონაზონსა და შატბერდის მონასტრის წინამძღვარს შორის ფიზიკური დაპირისპირება რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრი ადასტურებს

დაპოსტა 2021/04/01-ში
A A
295
ნახვა
გაზიარება

რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე) ადასტურებს ინფორმაციას, რომ ძამას ხეობაში, მონაზონი პაისი შატბერდის მონასტრის წინამძღვარს, მამა დამიანეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მონაზონ პაისს მონასტერში შფოთის შემოტანის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც მას მონასტრის წინამძღვარმა მოუწოდა, ადგილი დაეტოვებინა.

მღვდელმონაზონ იერონიმეს (ქათამაძე) განმარტებით, აღნიშნულის გამო, მამა პაისი გაღიზიანდა და წინამძღვართან, ასევე ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან ფიზიკური შეხება დაიწყო.

„შატბერდის მონასტერში, ძამას ხეობაში სტუმრად მონაზონი პაისი იმყოფებოდა, რომელიც ჩვენს ეპარქიას არ ეკუთვნის. აღნიშნულმა პიროვნებამ კონფლიქტის ერთგვარი წაქეზება მოახდინა. როდესაც მონასტრის წინამძღვარმა შეატყო, რომ მისგან იყო მცდელობა, მონასტერში ერთგვარი შფოთი შემოეტანა, მოუწოდეს, დაეტოვებინა ადგილი, სადაც ის დადგენილ წესებს არ ემორჩილებოდა. ამის შემდგომ ის გაღიზიანდა და წინამძღვართან, სხვა ადამიანებთან, ვინც იქ იმყოფებოდა, ფიზიკური შეხება დაიწყო“,-განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

კითხვაზე, რამ გამოიწვია მონაზვნის გაღიზიანება, მღვდელმონაზონმა აღნიშნა, რომ საკითხს ამ ეტაპზე იკვლევენ.

„ამის მიღმა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ჩვენ საკითხს კარგად ვიკვლევთ. მანამდე კი, ეპარქიიდან არის მოწოდებული, რომ ეს პიროვნება ოფიციალურად უნდა წავიდეს. არ ვიცი, უკვე დატოვა ტერიტორია თუ არა, მაგრამ მას მოუწოდეს ეპარქიის მხრიდან, რომ აუცილებლად დატოვოს ტერიტორია, სადაც სტუმრად იმყოფებოდა და სადაც შფოთი შემოიტანა“, -განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

მისი განმარტებით, მამა პაისი მონაზონია და მას არანაირი მღვდელმოქმედების უფლება არ აქვს.

გარდა ამისა, მღვდელმონაზონმა იერონიმემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს ვინმე დაშავდა ან დაიჭრა.

„აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი არაფერი გვსმენია“,-განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

მისი თქმით, რადგან მონაზონი პაისი რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენელი არ არის, მას მხოლოდ იმას მოუწოდებენ, რომ ტერიტორია დატოვოს.

მისი შეფასებით, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს, რადგან „სასულიერო პირის სტატუსს არცხვენენ“.

„ნებისმიერი სასულიერო პირი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს, მითუმეტეს, მოგეხსენებათ, მძიმე მარხვის პერიოდია. ასეთ ვითარებაში, არათუ ჩხუბი, არამედ ხმამაღალი სიტყვაც კი არ უნდა მოდიოდეს სასულიერო პირის მხრიდან. როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებს მონაზონი, ძალიან დიდი დარღვევაა“,-განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

ცნობისთვის, ძამას ხეობაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მონაზონ პაისს შატბერის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დამიანემ მოსთხოვა, რომ მონასტერი დაეტოვებინა, რასაც ის არ დაემორჩილა და დაპირისპირება მოხდა. ტელეარხის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და დაიჭრა რამდენიმე პირი.

გაზიარება118

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

რატომ გაითიშა საქართველოში დენი – სემეკ-ი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა....

დაწვრილებითDetails

ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
მთავარი

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა მათი თა­ნა­მებ­რძო­ლის ზაალ ლა­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.   ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"