ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
შესაბამისად, საქართველოშიც „დელტას“ შტამის გავრცელება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალია. ამას თან ერთვის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება თითქმის, არ ხდება.
განსაკუთრებით, ეს ეხება პირბადის ტარებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. იქ, სადაც ფიზიკური დისტანცირება ვერ ხერხდება, ამიტომ მსურს, მოვუწოდო მოსახლეობას განსაკუთრებით, რეკომენდაციები დაიცვან“, – განაცხადა გოგინავამ.










