შესაძლოა, 10 წელიწადში სამყაროს პირველი ტრილიონერი ჰყავდეს. ამის შესახებ Oxfam International-მა გლობალური უთანასწორობის ყოველწლიურ შეფასებაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომელსაც ,,ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში პირველი ტრილიონერი შესაძლოა, დღეს მილიარდერთა სიაშიც კი არ იყოს. ამ ყველაფერს კი მოვლენათა არაპროგნოზირებადი თანამიმდევრობა განაპირობებს, მათ შორისაა რუსეთ-უკრაინისა და ისრაელი-ჰამასის ომი.
„Oxfam-ი პროგნოზირებს, რომ ძალიან მალე ჩვენ გვეყოლება ტრილიონერი, სიღარიბესთან საბრძოლველად კი 200 წელზე მეტი დრო გვჭირდება“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფორუმზე.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უფსკრუსლი მდიდრებსა და საშუალო ფენას შორის, პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.










