LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძალიან კარგია რომ ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი გქონიათ – BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი

ძალიან კარგია რომ ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი გქონიათ – BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი

დაპოსტა 2019/10/22-ში
A A
83
ნახვა
გაზიარება

თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, – ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი.

აარონ ჰელესჰარსტი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, გაჰყვეს ირლანდიის გზას, რომელიც რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანა გახდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოსთვის?

ვფიქრობ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს მომავალი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან, მინდა საქართველო ჩემს სამშობლოს – ირლანდიის რესპუბლიკას შევადარო. როცა დავიბადე, სულ რამდენიმე წლის წინ, ირლანდია დასავლეთ ევროპაში უღარიბესი ქვეყანა იყო. შემდეგ, შეუერთდა ევროკავშირს, თავისი პერსპექტივები გააფართოვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის გადამზადებაში, ახლა კი ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა. მასზე მდიდარი მხოლოდ ლუქსემბურგია. ვფიქრობ, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას. ამ კონკრეტული კონფერენციით საქართველო წინ მიიწევს და ფორუმი – სწორედ ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხალხი ბიზნესს ხალხთან ერთად აკეთებს და არა კომპანიებთან და თუ 60 ქვეყნის ხალხს ერთად შეკრებ, ისინი ბიზნესს ერთად გააკეთებენ.

როგორ ფიქრობთ, ამ პროცესში კომუნიკაცია რამდენად მნიშვნელოვანია?

როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გქონდეს შესაძლებლობა, ხალხს ესაუბრო, უნდა შეგეძლოს, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, სხვადასხვა წარმოების პროდუქცია ამ ქვეყნიდან გაიტანო დანარჩენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი, უნდა დაატრენინგო საკუთარი ხალხი, მათ ინტელექტუალური ძალაუფლება სჭირდებათ სამომავლო ინდუსტრიული რევოლუციისთვის.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს პოზიციას რეიტინგებში, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business), ისე ინოვაციურობის კუთხით (WEF Ranking), რამდენად შეუძლია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა?

ასეთი რეიტინგები საკმაოდ კარგი საშუალებაა. ხალხს ნდობა სჭირდება იმისთვის, რომ ინვესტირება განახორციელონ. მათ სჭირდებათ კანონის ცოდნა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ვინმესთან დავა ექნებათ, კანონი მათ მიმართ სამართლიანი იქნება. ეს საერთაშორისო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის გამო მოდის საქართველოში ინვესტიციები. თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება.

თუ გექნებოდათ შანსი, თქვენს სატელევიზიო პროგრამაში საქართველოს როგორ წარმოაჩენდით?

ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. გუშინ ლონდონიდან ჩამოვფრინდი. ძალიან კარგია, რომ საქართველოდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება, თუმცა კარგი გავიგე, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი გქონიათ. კარგი იქნება, თუ საქართველოში ფრენები „ბრიტანეთის ავიახაზებიც“ შემოვა. კონკურენცია ფასებს დაბლა წევს, შედეგად, ხალხს მოგზაურობის საშუალება ეძლევა. ასევე, გჭირდებათ მეტი კავშირები, ასე რომ “თურქეთის ავიახაზები” შესანიშნავ სამსახურს გიწევთ. კარგი იქნება, თუ საქართველოდან უფრო მეტი დედაქალაქის მიმართულებით იქნება ფრენები უფრო ხშირად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, უფასო Wi-Fi, რომელიც ყველგან უნდა იყოს, ასევე, ხალხის დატრენინგება, რომ საზღვარგარეთ გავიდნენ და ქვეყანას პოპულარიზაცია გაუწიონ.

 

bpn.ge

თეგები: ლონდონირეისიფრენაქუთაისიქუთაისის აეროპოტი
გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა ეღირება დოლარი და ევრო

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა.   ამასთან, ეროვნული...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

10 ივლისის ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები დღეს

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

9 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასე ნაწილდება:   1 აშშ დოლარი 2.6384 ლარი. გამყარება 0.09 თეთრი; 1 ევრო 3.0109 ლარი. გამყარება 0.58 თეთრი; 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
საქართველოში თხევადი გაზი გაძვირდა
ეკონომიკა

საქართველოს თხევადი გაზის იმპორტი თითქმის 40%-ით გაუძვირდა. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ერთი ლიტრი საწვავის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 0.37 დოლარი ჯდებოდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 0.50 დოლარი შეადგინა. ამასთან,...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა ივნისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რომელი პროდუქტები გაძვირდა ივლისში
ეკონომიკა

026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებშია აღნიშნული. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ვალუტის კურსი უქმეებზე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

სურსათზე ფასები, წლის ჭრილში, 5.6%-ით გაიზარდა, 1 თვის ჭრილში კი 0.1%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"