ძალიან დიდი რისკის შემცველია სასაფლაოებზე თავშეყრა, იმისთვის რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება მოხდეს – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამებრიძე “მეგა ტვ”-ს ეთერში “მთავარის” სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა.
“რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული ოჯახისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, რადგან ყველანი გავდივართ და გავდიოდით სასაფლაოზე, მაგრამ ახლა გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა, სხვა რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომელციც არ ვიცით როდემდე გაგრძელდება. არაერთხელ ითქვა რომ, სწორედ ასეთი ღონისძიებები, დღესასწაულები, ქორწილები, ქელეხები და გასვენება და ასე შემდეგ არის სწორედ ის ადგილი, სადაც იყო მასიური გავრცელება ამ ვირუსის. შესაბამისად ასეთ თავშეყრებზე უარის თქმით მალე დასრულდება ეს სიტუაცია. ამიტომ წავიდა ჩვენი ხელისუფლება იმისკენ რომ აიკრძალა ყველანაირი თავშეყრის ადგილები და მაქსიმულარდა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთისგან და სოციალური დისტანცია ჰქონდა თითქოლ მათგან.ა დღევანდელ დღეს ძალიან დიდი რისკია სასაფლაოები, სადაც ვიცით რომ ძალიან დიდი თავშეყრის ადგილებია, და ძალიან დიდი რისკის შემცველია სასაფლაოებზე მოსახლეობის თავშეყრა იმისთვის რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება მოხდეს.” – განაცხადა ზვიად შალამებრიძემ “მეგა ტვ”-ს ეთერში “მთავარის” სპეციალურ გამოშვებაში.