ძალიან გაღიზიანებული ვარ, არ ვაკეთებ კომენტარს – ამის შესახებ დაზარალებულმა ასმათ დვალიშვილმა “მთავარს” გოგი წულაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიას ძალადობაში ადანაშაულებს, რის საფუძველზეც პოლიტიკოსი 18 მარტს დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა. ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ გოგი წულაია ციხეს დღეს დატოვებს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.









