ყველასათვის საყვარელი ჯგუფის,” რეზო და ბავშვების” ფრონტმენმა,რეზო ბლიაძემ გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” იმ ემოციებზე ისაუბრა,რომელიც მუსიკოსს ქუთაისის მიმართ გააჩნია :””რაღაცა რაიონები არის, მუნიციპალიტეტები, სადაც კონცერტზე თუ არ დაგვიძახებენ გული მწყდება. ქუთაისი არის ერთადერთი ქალაქი სადაც რომც არ დაგვიძახონ მაინც არ მწყდება გული და არასდროს არ ვბრაზდები. კონცერტი რომც არ მქონდეს მე ქუთაისში მაინც ჩამოვდივარ , ძაანაც ვისვენებ მანდ, ძაანაც მომწონს და ძაანაც ვერთობი და ვტკბები თქვენი ქალაქით. მიყვარხართ მე თქვენ და პატივს გცემთ და არ დავიღლები თქვენი სიყვარულით არასდროს”_აღნიშნა რეზომ.
გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....










