” არა, არ ვბერდები….” როგორ არ ვბერდები? მე ხომ უკვე 91 წლის ვხდები 10 ოქტომბერს .91 წელი ეს ხომ თითქმის მთელი საუკუნეა. ე. ი. მე ჩემი ცხოვრებიდან 70 წელი გავატარე საბჭოთა საქართველოში. უჰ! რა მძიმე იყო ეს წლები. თუ რაიმე კარგი მახსოვს ამ წლებიდან ესაა ჩემი ახალგაზრდობა. ჩემმა ახალგაზრდულმა შემართებამ და ამასთან ერთად ბავშვებთან, ჩემ მოსწავლეებთან მუშაობამ შემმატა ძალა და ენერგია გამეძლო საბჭოთა სისტემის რეჟიმში. მე არასდროს ჩემი თავის რწმენა არ დამიკარგავს. ყოველთვის ვიყავი , ვარ და ვიქნები ოპტიმისტი. მჯერა, რომ წლები ვერაფერს დააკლებს ჩემ გონებას. ჩემთვის ბარიერი არ არსებობს , რადგან ვიცი თუ რომელიმე წელი მივიჩნიე ბარიერად ეს იქნება დასასრული, რაც მე არ მინდადა არც მაწყობს.” – წერს სოციალურ ქსელში ლამარა აბჟანდაძე.
გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ-გელა ხასაია
"გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ, გნახავთ რუსთაველზე" - წერს "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს დააკავეს