LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცხედრის ძიებაში ვართ, შეიწირა ვიღაცა სატანა, ნარკომანმა – უკრაინაში ქართველმა ქართველი მოკლა

ცხედრის ძიებაში ვართ, შეიწირა ვიღაცა სატანა, ნარკომანმა – უკრაინაში ქართველმა ქართველი მოკლა

დაპოსტა 2025/01/18-ში
A A
2.9k
ნახვა
გაზიარება

“გოჩა ხორავამ ქართველი მებრძოლი გივი გნოლიძე მოკლა უკრაინაში. სამწუხაროა რომ, რუსებთან 3 წლიან ბრძოლის მიუხედავად გივის არაფერი დაემართა, მაგრამ ხორავას 12 კაციანმა დაჯგუფებამ ღამით,  ჩუმად სახლში შეპარვის შემდეგ, მძინარე ქართველ მებრძოლს ესროლა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ალი კავკასიელის ბლოგზე გავრცელდა. “მეგა ტვ”-ს ასევე ოჯახის ახლობელი დაუკავშირდა და აცნობა რომ მათ ინფორმაციის გავრცელება სურდათ.

უკრაინაში მოკლული გივი გნოლიძის ძმა, დიმა გნოლიძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას აღნიშნავს რომ, გოჩა ხორავამ 12 უკრაინელთან ერთად მის ძმას სახლში ღამით მიაკითხა, მოკლა და ცხედარი თან წაიღო.

“ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, გოჩა იყო ჩემი ძმის მეთაური. გოჩა ხორავას საქციელები არ მოეწონათ მებრძოლ ბიჭებს, დასხდნენ სალაპარაკოდ რომ უნდა გაყოფილიყვენენ, გოჩა წავიდოდა თავის გზაზე, ჩემი ძმა და თავისი ბიჭები დარჩებოდნენ ცალკე.  ასეთი სიტუაცია მოხდა რომ გაიყვნენ, მერე არ ვიცი რამდენ ხანში, გაიგო (გოჩა ხორავამ) ადგილსამყოფელი ბიჭების, მოსული იყვნენ ფრონტიდან, ღამე დაადგა 12 კაცთან ერთად, უკრაინელ კაცთან ერთად, ჩემი ძმა თავის 5 მეგობართან ერთად იყო სახლში. ცხედარი გადამალა, წაიღო იმის მიზნით ცხელ წერილში თუ წინა ხაზზე დაეგდო და გაესაღებინა ისე, რომ ეს ბიჭი მოკვდა რუსებთან ბრძოლაში, ეს იყო მაგისი იდეა. და ის ფაქტი, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ჩემი ძმის ცხედართან დაკავშირებით ეგ არ არის მაგისი პირველი ფაქტი, მაგას ეგ სხვა დანარჩენ ბიჭებზეც აქვს გაკეთებული.

ცხედრის ძიებაში ვართ ახლა. ერთადერთი კონტაქტი მაქვს მებრძოლებთან. როგორც ვიცი უკრაინის უშიშროებაც და პოლიციაც ჩარეულია და გამოძიება დაწყებულია, თუმცა მე არავინ დამკავშირებია. მე მინდა ჩემი ძმის ცხედარი ” – აცხადებს გივი გნოლიძის ძმა დიმა გნოლიძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

 

“მეგა ტვ” უკრაინაში მოკლული გივი გნოლიძის მეუღლეს მარი წიქარიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა რომ დაშავებული არიან მისი მეუღლის თანამებრძოლებიც. მისი თქმით სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა, როგორ წაიღო გივი გნოლიძის ცხედარი გოჩა ხორავამ.

 

“არ მინდა რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდეს, რომ ეს ბიჭი რუსებმა მოკლეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბიჭი არ მოუკლავთ რუსებს და შეიწირა ვიღაცა სატანა, ნარკომანმა გოჩა ხორავამ. ერთი სასიკვდილოდ არის ნაცემი და კომაშია, კონდახით ჩაუმტვირეს მთელი სახე და სხეული , ორი დაჭრილია და ერთს ჩაარტყეს ბოთლი თავში. ერთ-ერთი, რომლიც ცოტა უფრო გონზე იყო მან დაინახა როგორ დააგდო პიკაპზე მიცვალებული და წაიყვანა. ჩემი ქმრის ცხედარი მინდა და არ მინდა ამ ბიჭის სისხლი ასე უკვალოდ გაქრეს და იმ არაადამიანმა მშვიდად იცხოვროს ამ ქვეყანაზე.  ადამიანი რომელიც ფულის გამო ქართველებს არ ინდობდა.

– არ დანდობაში რას გულისხმობთ?

თუნდაც ის მიცვალებულების ხაზთან დაყრას და მერე თანხების მოთხოვნას, იმიტომ რომ დაღუპული ბიჭების ოჯახებს მერე რაღაც კომპენსაციას უხდიდა მთავრობა, ეხმარებოდა.” – აცხადებს გივი გნოლიძის მეუღლე მარი წიქარიშვილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

“მეგა ტვ” საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

გაზიარება1161

დაკავშირებული -პოსტები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. „თბილისში 29-30 აპრილს, შესაძლოა, მცირე წვიმა...

დაწვრილებითDetails

“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით...

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც მაისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის მაისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. მათ შორის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები შეიცვალა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1-ლი მაისის...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გარდაიცვალა - ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას -შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ რომ კაბინეტიც აქვს, კანცელარიის აპარატიც საკმარისია და კოორდინაციაც ეფექტიანი იქნება?! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მამუკა...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის...

დაწვრილებითDetails

„სიკეთის, სიყვარულის ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
„სიკეთის, სიყვარულის ადამიანი დავკარგეთ…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან
მთავარი

გურიაში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ. სოფელ შემოქმედში მცხოვრები 19 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 23 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გიორგი სურგულაძე რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა...

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
ავარიის შედეგად, 10 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 19 წლის ბიჭი დააკავეს
მთავარი

მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა.  ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაღუპულია 10 წლის ელდარ ჰუსეინოვი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდს მანქანა სახლთან დაეჯახა. „ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები ზედმეტია... ბავშვის სახლთან...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"