გახარიამ კითხვით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა.
„მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ – 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იგივე კითხვა აქვს – ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და თუ ამაზე პასუხისმგებელი არიან ოცნების დღევანდელო ბოსები – ესეც ვიღაცამ ხომ უნდა გვითხრას” – განაცხადა გიორგი გახარიამ.










