ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა Duran Duran ახალი კომპოზიცია, More Joy გაავრცელა.
ჩანაწერში იაპონური ექსპერიმენტული პოპ-ბენდი Chai მონაწილეობს. More Joy ჯგუფის რიგით მე-15 ალბომში Future Past შევა, რომელიც დღის სინათლეს 22 ოქტომბერს იხილავს.
შეგახსენებთ, კოლექტივი 1978 წელს შეიქმნა. არტისტებს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.










