საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი 4:2 დაამარცხა და ევრო-2024-ის საგზური მოიპოვა. ნაკრები ჩემპიონატზე თამაშისთვის უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. სწორედ ეს თანხა აქვს ორგანიზაციას გამოყოფილი თითოეული ნაკრებისთვის.
ამასთან, უეფა-ს ცნობით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. ამასთან, უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს.
ევროპის ჩემპიონატი კი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.










