არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მაშველები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი მეათე კლაისის მოსწავლე გვანცა ვოსკანიანია.
მაშველები, მყვინთავები და მოსახლეობა გ.ვ-ს 9 ივნისიდან ეძებდნენ. ძებნა ძირითადად მდინარის პირას მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები მტკვარში საბანაოდ იყვნენ შესული, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ გოგო გაიტაცა.
შემთხვევა ე.წ. ერკოტის უბანში, ერეკლეს ნახიდართან მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოზარდი ხიდთან, სწორედ მყვინთავმა ნახა.