LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცნობიერების დონე დაბალია, არ არსებობს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტი – რა პრობლემებია იმერეთის საჯარო დაწესებულებებში

ცნობიერების დონე დაბალია, არ არსებობს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტი – რა პრობლემებია იმერეთის საჯარო დაწესებულებებში

დაპოსტა 2024/06/07-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

რეგიონული ინიციატივების ცენტრმა „ნათელი მომავალი“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირითან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონში კვლევა განახორციელა. კვლევის მიზანი, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების მონიტორინგი იყო იმერეთის 14 საჯარო დაწესებულებაში (მერია/საკრებულო).

კვლევის მიზანი, იმერეთის 14 საჯარო დაწესებულებაში (მერია/საკრებულო,) ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების მონიტორინგი იყო. დოკუმენტი მოიცავს ძირითად იმ მიგნებებსა და დასკვნით რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებში თანასწორი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

“ბოლო წლებში შრომის კანონმდებლობაში გატარებული არაერთი პოზიტიური ცვლილებისა და მისი აღსრულების მექანიზმის – შრომის ინსპექციის სამსახურის – შექმნის მიუხედავად, თანასწორობა, მათ შორის გენდერული თანასწორობა და ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემო შრომით ურთიერთობებში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

პროფკავშირების გაერთიანების პრაქტიკა მოწმობს, რომ შრომით ურთიერთობებში ხშირია დისკრიმინაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა სამუშაო ადგილებზე შევიწროება, ძალადობა, არასასურველ სექსუალურ ქმედებას დაქვემდებარება და ა.შ. დისკრიმინაციის ამ ფორმებთან ბრძოლას საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, დასაქმებულთა ცნობიერების ნაკლებობა და მათი უფლებების შესახებ ცოდნის დაბალი დონე ართულებს,” – ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

1. დისკრიმინაციული მიდგომის ამკრძალავი დებულებები დღემდე არ არის ასახული რიგი მუნიციპალიტეტის დოკუმენტებში. ნაწილმა ასახა ან ასახვის პროცესშია. თუმცა, ძირითად შემთხვევაში რეგულაციები არ არის სრულყოფილი.

2. დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტი მიღებული არ აქვს პრაქტიკულად არცერთ მუნიციპალიტეტს.

3. დისკრიმინაციის საკითხებთან მიმართებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებები (ტრენინგები, სემინარები, სწავლებები და სხვა) ნაწილობრივ ტარდება, თუმცა არასაკმარისად, რამდენადაც მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოკითხული საჯარო მოხელეები არ ფლობენ.

4. ყველა მუნიციპალიტეტში განსაზღვრულია გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი ან შექმნილია გენდერული თანასწორობის საბჭო. თუმცა, მათი საქმიანობის ეფექტურობა დაბალია.

5. ცნობიერების დონე დაბალია თავად დასაქმებულებში როგორც საკანონმდებლო, ასევე შიდა რეგულაციების შესახებ.

6. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულები არ ფლობენ ინფორმაციას თუ ვის უნდა მიმართონ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ან ფლობენ არასწორ ინფორმაციას.

7. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულები არ ფლობენ ინფორმაციას თუ რომელი უწყებები სწავლობს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებს სამუშაო ადგილებზე.

 

“ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა. ასევე, გარკვეული რეგულაციების არსებობის პირობებში, დასაქმებულთა სრულყოფილი ინფორმირება კვლავ გამოწვევაა. დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კვლავ დიდი სამუშაო არის გასაწევი, რათა რეგულაციების შიდა დოკუმენტებში ასახვის პარალელურად მოხდეს მათი პრაქტიკაში სათანადო იმპლემენტაცია,”- ნათქვამია ანგარიშში.

 

კვლევს შედეგად, სამუშაო ადგილებზე თანასწორობის უზრუნველსაყოფად, გაიცა რეკომენდაციები

საჯარო დაწესებულებებმა უნდა დაიწყონ აქტიური მუშაობა სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გასატარებლად, კერძოდ:

1. შეიმუშაონ დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის მარეგულირებელი დოკუმენტი/დოკუმენტები. ხოლო, იქ, სადაც შემუშავებულია, მოახდინონ მითითებული დოკუმენტების სრულყოფა;

2. შექმნან დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი შიდა მექანიზმები;

3. დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახონ შიდა დოკუმენტებში, მოახდინონ დოკუმენტაციის სრულყოფა;

3. დისკრიმინაციის საკითხებზე პერიოდულად აწარმოონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები;

4. სოციალურ პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით აქტიურად დაიწყონ სამუშაო ადგილებზე ანტიდისკრიმინაციული ეფექტური მექანიზმების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული მიდგომებისა და მათ შორის სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს შექმნას;

5. გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი/პირები და გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად ჩაერთონ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავებასა და სამუშაო ადგილებზე დანერგვაში;

6. ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დანერგვა-განმტკიცების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის მნიშვნელოვან აქტორებთან, როგორიცაა: პროფესიული კავშირები, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

 

სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

1. საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურმა გააძლიეროს მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დოკუმენტების დამსაქმებელთა მიერ დანერგვის ვალდებულების შესრულების მიზნით და დაგეგმოს ფართომასშტაბიანი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიები ამ მიმართულებით, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის პრევენციის, ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების დამატებითი მექანიზმი;

2. დადგინდეს ,,დეკრეტული შვებულების“ ღირსეული ანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის;

3. საქართველომ მოახდინოს შსოს 156-ე (,,ოჯახური ვალდებულებების მქონდე დასაქმებულთა შესახებ) და 183-ე (,,დედობის დაცვის შესახებ“) კონვენციების რატიფიცირება, შსო-ს 189-ე ,,ოჯახში დასაქმებულთა შესახებ“ და 190–ე ,,ძალადობის და შევიწროების შესახებ“ კონვენციების რატიფიცირება;

4. დადგინდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

5. საქართველოს მთავრობამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით შეიმუშაოს შრომის ღირებულების გაზომვა-შეფასების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს მის აღსრულებაზე კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს თანაბარ ღირებული შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ სახელფასო სხვაობას.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კვლევა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

 

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში, მოქალაქე დააყაჩაღეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 ივლისისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

“თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა” – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს, პატარას ეპილეფსია აქვს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება : "ჩემი მარიამი მიმყავს თურქეთში მარიამს აქვს უმძიმესი დიაგნოზები: ეპილეფსია (ვესტის სინდრომი), თავის ტვინისა და მხედველობის ნერვის...

დაწვრილებითDetails

კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ცნობილია, ტროტუარზე დაღუპული ქალის ვინაობა
მთავარი

ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი. შემთხვევა  21 ივნისს მოხდა "მიმი კაზალიკაშვილია გარდაცვლილი, ძალიან კარგი ადამიანი. უკვე დაკრძალეს ეს საცოდავი გოგო, რომელის დაახლოებით 50 წლის იყო....

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებით პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რუსთავის ავტობანზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მოტოციკლის მძღოლი, 26 წლის კაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"