ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი.
შემთხვევა 21 ივნისს მოხდა
“მიმი კაზალიკაშვილია გარდაცვლილი, ძალიან კარგი ადამიანი. უკვე დაკრძალეს ეს საცოდავი გოგო, რომელის დაახლოებით 50 წლის იყო. ვიღაც უცოდინარმა მოუსწრაფა სიცოცხლე. როგორც ვიცი, ვინც დაეჯახა, ეროვნებით რუსია, ქალი იჯდა საჭესთან.
მიმის ძალიან ახლოს არ ვიცნობდი, იქვე ვმუშაობ და ხშირად შემოდიოდა ჩვენთან. პოზიტიური, ღიმილიანი და კარგი ადამიანი იყო. მიმის ორი თვის წინ დედა გარდაეცვალა და ახლა მასაც ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე. ტროტუარზე მოკლეს, საშინელება მოხდა. ამდენი დღე გავიდა და დღესაც იქ დგას ის შავი ავტომობილი, რომელსაც მიაჯახა საწყალი გოგო იმ ჯიპის მძღოლმა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”,- ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მანქანის მძღოლი დაკავებულია.










