LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელმეორედ დარღვევა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

ციხის საავადმყოფოში არსებულ გამართულ ინფრასტრუქტურას იწუნებს ხალხი, მაშინ როდესაც არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება – რას წერს ანრი ოხანაშვილი

დაპოსტა 2021/10/26-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

ციხის საავადმყოფოში დღეს არსებულ გამართულ ინფრასტრუქტურასა და პატიმარზე მორგებულ მკურნალობის პროგრამებს იწუნებს ხალხი მაშინ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს სულ მცირე 12 გადაწყვეტილება, სადაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება მხილებულია 2004-2011 წლებში პატიმრების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

აქვე ანრი ოხანაშვილი აქვეყნებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჩამონათვალს:

C ვირუსულ ჰეპატიტზე მკურნალობის არარსებობისა თუ არასათანადო მკურნალობის გამო!

გულისა და ღვიძლის დაავადებებზე სათანადო მკურნალობის არგაწევის გამო!

ტუბერკულოზზე არასათანად ომკურნალობის გამო!

დიაბეტზე არასათანადოდ მკურნალობის გამო!

იხილეთ რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო თითოეულ ამ საქმეზე:

 

2020 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება – „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2004 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში დიაბეტზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება – „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობამ პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია, რითიც დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება).

2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება – „კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ოფთალმოლოგიურ დაავადებაზე და ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება – „მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2003 – 2008 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება – „მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2005 – 2007 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება – „ილდანი საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება – „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“: 2005 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში მომჩივნის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ასევე გულისა და ღვიძლის დაავადებებზე სათანადო მკურნალობის არ გაწევის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება – „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2004 – 2008 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში C ჰეპატიტზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება – „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში გულისა და ღვიძლის დაავადებებზე არასათანადო მკურნალობის გამო, ასევე საავადმყოფოში დროულად ვერგადაყვანის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება – „მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის დაავადება, C ჰეპატიტზე არასათანადოდ მკურნალობა და საბოლოოდ, აღნიშნულის შედეგად, პატიმრის ციხეში გარდაცვალებით, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება).

2009 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება: „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა ოპერაციის შემდგომი ჭრილობის შეხორცებამდე და პატიმრობის პერიოდში სამედიცინო მკურნალობის არარსებობა, ასევე პატიმრობის პერიოდში C ვირუსულ ჰეპატიტზე მკურნალობის არარსებობით, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება: „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“

როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, 2007 წელს მომჩივნის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულების შემდეგ მოხდა, გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოდან მისი გაწერა გამოჯანმრთელებამდე განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, მომჩივანს ასევე არ ჩატარებია შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა C ჰეპატიტზე, შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – რიკარდ იოზვიაკი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი
მთავარი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად...

დაწვრილებითDetails

სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და ახსნას ვითხოვთ, რას ითხოვენ ჩვენგან”- არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ყველამ კეთილი ინებოს და ახსნას, რას ითხოვენ ჩვენგან - „ქართული ოცნება", ჩვენს ხალხთან ერთად, ოჯახურ ღირებულებებზე უარს არასოდეს იტყვის და არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყანაში თანხები შემოედინებოდეს, რითაც შემდეგ რევოლუციების დაფინანსება...

დაწვრილებითDetails

„დიპ სტეიტის“ სახით, აშშ-ს და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „პრორუსულობის“ და „რუსული ჩარევის“ საუკუნის კონსპირაციის მხილება, თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით, ალბათ, მხოლოდ USAID-ის, NED-ის, „ამერიკის ხმის“, „რადიო თავისუფლების“ და მსგავსი ორგანიზაციების, სხვა ქვეყნების ასარევად გამოყენების მხილებას...

დაწვრილებითDetails

“მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა…ეს მიზანმიმართული რეპრესიაა”- სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს. „ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის...

დაწვრილებითDetails

გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ- ირაკლი კობახიძე
მთავარი

მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა...

დაწვრილებითDetails

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში, -...

დაწვრილებითDetails

როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“...

დაწვრილებითDetails

თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

„ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი და მისი ოჯახი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის. როგორც თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სახელწოდებით: "წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი"....

დაწვრილებითDetails

“შანტაჟის ობიექტი: ქართველი ხალხი, შანტაჟის ავტორი: ევროკავშირის ელჩი “- მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო - შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც...

დაწვრილებითDetails

“ეს კრიმინალური ბანდის ხელწერაა, მუხანათური ჩასაფრებები და ძალადობა” – „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილზე თავდასხმაზე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“ეს კრიმინალური ბანდის ხელწერაა, მუხანათური ჩასაფრებები და ძალადობა” – „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბეიშვილზე თავდასხმაზე
მთავარი

თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, რითაც პარტიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"