LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ- ირაკლი კობახიძე

გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/07/21-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რადგან ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი.

კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა.

მისი თქმით, საქართველოში არსებულ კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები.

მისივე განცხადებით, წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია, “საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან”.

„ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას მიერ იყო გამოგონილი. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიპ სტეიტის“ მიერ იყო დაგეგმილი და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა, რომელმაც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ეს საკითხი დღეს ამერიკული მედიისა და საზოგადოების აქტიური განხილვის საგანია.

სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიპ სტეიტის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიპ სტეიტის“ თითქმის სრულ, ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით, მარტივად შეუძლიათ ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან. მაგალითად, როგორც კი ფრანგული ოპოზიციის ლიდერის, მარინ ლეპენის რეიტინგმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, მას მაშინვე მიაწებეს პრორუსის იარლიყი, ისე, რომ საზოგადოებისთვის არავითარი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ანალოგიური მეთოდით ჩამოაშორეს პოლიტიკურ პროცესებს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ჯორჯესკუ. ის ჯერ პრორუსად გამოაცხადეს, ხოლო მოგვიანებით, სასამართლომ ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებში „ტიკტოკის“ მეშვეობით რუსული ჩარევის ეჭვი გამოთქვა და არჩევნები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გააუქმა. მოლდოვაში პრორუსის იარლიყის მიწებება იქცა საუკეთესო ინსტრუმენტად სასამართლო წესით ოპოზიციური ძალების ასაკრძალად. მტკიცებულებების წარდგენისთვის არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია ვინმეს თავი. უკვე წლებია, „დიპ სტეიტის“ ანალოგიურ პროპაგანდას ებრძვის უნგრეთის ხელისუფლება. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ატარებს, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ებრძვის და მშვიდობის მხარეს დგას, ის პრორუს პოლიტიკოსად შერაცხეს. აქაც დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.

ანალოგიურ კამპანიას ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან ადევნებს თვალს. ამ კამპანიაში „დიპ სტეიტს“ ჩართული ყავს როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, ისე მათი გარე პატრონები, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები.

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი.

„დიპ სტეიტის“ პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, დღემდე ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. საქმე გვაქვს გებელსისეულ პროპაგანდისტულ მეთოდებთან, როდესაც ჯერ ქმნი მტრის ხატს და შემდეგ ოპონენტს მასთან კავშირს აბრალებ. ამგვარ პროპაგანდას არ ჭირდება არავითარი ფაქტები. მთავარია, პროპაგანდა იყოს ტოტალური და გზავნილი რაც შეიძლება მეტმა აგენტმა გაიმეოროს.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს ენერგიითა და მოტივაციით იქნებით სავსე. შესაძლოა, სამსახურში ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ განცხადებებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ” – ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2022 წელს ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რამაც ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ...

დაწვრილებითDetails

” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა
მთავარი

გზაში გავიგე, რომ გლდანის ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს ვატო და მისი ბრიგადა ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს დაკავება დადგმული იყო და სინამდვილეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში. ადვოკატი საუბრობს, რომ ფეიქრიშვილებს კრიპტო საფულის კოდებს...

დაწვრილებითDetails

“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა
მთავარი

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები ამ დროისთვის კვლავ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განუცხადა. დედა შვილების „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს....

დაწვრილებითDetails

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გოგა ფეიქრიშვილების ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა წუხელ ვენები გადაიჭრა. როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, გოგა ფეიქრიშვილს სურდა „ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, რომელსაც დაზიანებები მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)...

დაწვრილებითDetails

“მდინარაძეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის … უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა…შეცდომას ყველა უშვებს”-კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება...

დაწვრილებითDetails

” მათი დღეები დათვლილია!”- ირაკლი კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"