LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელმეორედ დარღვევა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

ციხის საავადმყოფოში არსებულ გამართულ ინფრასტრუქტურას იწუნებს ხალხი, მაშინ როდესაც არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება – რას წერს ანრი ოხანაშვილი

დაპოსტა 2021/10/26-ში
A A
38
ნახვა
გაზიარება

ციხის საავადმყოფოში დღეს არსებულ გამართულ ინფრასტრუქტურასა და პატიმარზე მორგებულ მკურნალობის პროგრამებს იწუნებს ხალხი მაშინ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს სულ მცირე 12 გადაწყვეტილება, სადაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება მხილებულია 2004-2011 წლებში პატიმრების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

აქვე ანრი ოხანაშვილი აქვეყნებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჩამონათვალს:

C ვირუსულ ჰეპატიტზე მკურნალობის არარსებობისა თუ არასათანადო მკურნალობის გამო!

გულისა და ღვიძლის დაავადებებზე სათანადო მკურნალობის არგაწევის გამო!

ტუბერკულოზზე არასათანად ომკურნალობის გამო!

დიაბეტზე არასათანადოდ მკურნალობის გამო!

იხილეთ რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო თითოეულ ამ საქმეზე:

 

2020 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება – „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2004 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში დიაბეტზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება – „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობამ პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია, რითიც დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება).

2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება – „კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ოფთალმოლოგიურ დაავადებაზე და ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება – „მესხიძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2003 – 2008 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება – „მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“: 2005 – 2007 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება – „ილდანი საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება – „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“: 2005 – 2009 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში მომჩივნის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ასევე გულისა და ღვიძლის დაავადებებზე სათანადო მკურნალობის არ გაწევის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება – „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2004 – 2008 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში C ჰეპატიტზე არასათანადო მკურნალობის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება – „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2007 – 2010 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში გულისა და ღვიძლის დაავადებებზე არასათანადო მკურნალობის გამო, ასევე საავადმყოფოში დროულად ვერგადაყვანის გამო, პატიმრის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება – „მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის დაავადება, C ჰეპატიტზე არასათანადოდ მკურნალობა და საბოლოოდ, აღნიშნულის შედეგად, პატიმრის ციხეში გარდაცვალებით, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება).

2009 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება: „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“: 2006 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა ოპერაციის შემდგომი ჭრილობის შეხორცებამდე და პატიმრობის პერიოდში სამედიცინო მკურნალობის არარსებობა, ასევე პატიმრობის პერიოდში C ვირუსულ ჰეპატიტზე მკურნალობის არარსებობით, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება: „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“

როგორც ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, 2007 წელს მომჩივნის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულების შემდეგ მოხდა, გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოდან მისი გაწერა გამოჯანმრთელებამდე განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, მომჩივანს ასევე არ ჩატარებია შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა C ჰეპატიტზე, შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა).

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა აპარატების გაუმართაობის და ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა- საია
მთავარი

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17...

დაწვრილებითDetails

სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.   შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის...

დაწვრილებითDetails

საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ექს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, თუ რატომ ზის ციხეში. მისი თქმით, შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად...

დაწვრილებითDetails

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – პრემიერი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური არჩევანი იყო - დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა! ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ - როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"