LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ცენტრი “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი საჯაროდ ვაფიქსირებთ მზაობას მივიღოთ მონაწილეობა პარიტეტული პრინციპით შექმნილ კონსილიუმში

დაპოსტა 2021/11/17-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

“გუშინ (16/11/2021წ.) საღამოს, ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის შექმნის თაობაზე.

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს პარიტეტულ კონსილიუმში მონაწილეობის მიღება.

წინამდებარე განცხადებით ცენტრი “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი საჯაროდ ვაფიქსირებთ მზაობას მივიღოთ მონაწილეობა პარიტეტული პრინციპით შექმნილ კონსილიუმში. იმ დათქმით, თუ ეს კონსილიუმი შეიქმნება დაუყოვნებლივ და უზრუნველყოფილ იქნებ მისი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურასთან შეუზღუდავად, ასევე მოხდება გადაწყვეტილებების მოკლე ვადაში მიღება და აღსრულება.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებიდან გასულია 47 დღე და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ თითქმის არ ვფლობთ ინფორმაციას, არავინ გარდა პენიტენციური სამსახურისა. ჩვენს ხელთ არსებული სამედიცინო ისტორია 3 ნოემბრით სრულდება.

2021 წლის 13 ოქტომბერს ხელისუფლების მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ნახა 03 ნოემბერს, ხოლო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არც სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, მისცემია მისი მონახულების შესაძლებლობა.

სამი დღის წინ კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ გლდანის ციხის საავადმყოფოსთან და სურდათ პაციენტის ნახვა, თუმცა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაწესებულების ადმინისტრაციამ უთხრა ციხეში შესვლაზე უარი იმ მოტივით რომ სამუშაო საათები ამოწურული იყო.

იგივე მოტივით, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ უარით გამოაბრუნეს ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იქნა დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა შეწყვიტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მიღება.

აღნიშნული გარემოებები ცალსახად უთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გარკვევა, პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის მიერ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.

ყოველი დაკარგული დღე ან საათი შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

შესაბამისად, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას, თუ თქვენი ნამდვილი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გთხოვთ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში მოაგვაროთ პარიტეტული კონსილიუმის შექმნის ფორმალური მხარე და დღესცე, მიეცეს შესაძლებლობა პარიტეტულ კონსილიუმს განახორციელოს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან, რათა მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მე-18 დაწესებულებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების პოსტ-შიმშილობის მართვის შესაძლებლობასთან შესაბამისობის დადგენა. ხოლო, 2021 წლის 18 ნოემბერს კი, კონსილიუმმა ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სად და რა პირობებში უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და როგორი იქნება მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის გეგმა. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო შესასრულებლად და დაუყოვნებლივ აღსრულდეს.

ხოლო, იმ შემთხვევაში თუკი ამ განცხადებზე არ მოვისმენთ გამოხმაურებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან უახლოეს რამდენიმე საათში, ჩავთვლით, რომ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული შეთავაზება, მიზნად ისახავს არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, არამედ აღნიშნულის იმიტაციას და დროის გაყვანას, რაში მონაწილეობის მიღების სურვილის ნამდვილად არ გვაქვს.

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ჩვენს ამ პოზიციაზე მიღებული გვაქვს ასევე თანხმობა მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება – დაჭრილია ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთ-ერ­თმა მე­ო­რეს მი­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, მე­ო­რე პირ­მა კი სა­პა­სუ­ხოდ დანა გა­მო­ი­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ბა­თუ­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოდა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – პრემიერი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური არჩევანი იყო - დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა! ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ - როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ...

დაწვრილებითDetails

(ოკუპირებულ აფხაზეთში) გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"