„ყურძენს ვკრეფდით და ეზოში, „ჩულანის“ თავზე, სახურავზე შემთხვევით ვიპოვეთ ნაჭერში გახვეული ხელყუმბარა. შეგვეშინდა, გამოვიძახეთ 112. მოვიდნენ, ნახეს, დაგვაცლევინეს ბინა, გაგვიყვანეს გარეთ და დაელოდნენ გამნაღმველებს, რომლებიც ახლა მუშაობენ. მათ თქვეს, რომ სასწავლო ხელყუმბარაა“, – განაცხადა სახლის მეპატრონემ მთვარისა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 236 მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.