აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა კალიფორნიის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოსალოდნელი ცუნამის გაფრთხილება გააუქმა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
7 მაგნიტუდის სიძლიერის მქონე მიწისძვრა ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სანაპიროსთან წუხელ მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჰუმბოლდტის ოლქში, ფერნდეილის მახლობლად იყო. ჰუმბოლდტის ოლქში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მოგვიანებით ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიცა კალიფორნიისა და ორეგონის სანაპირო რაიონებისთვის, სან-ფრანცისკოს ჩათვლით.
წყარო: პრაიმ ტაიმი










