ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში, დაღუპულია 3 ადამიანი და დაშავებულია ორი.
ავარიის შედეგად მანქანებში მქოფი სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ორი დაშავებული კი შპს “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” გადაიყვანეს.
“გურია ნიუსთან” კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე ამბობს რომ, დაშავებულთაგან ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობა მძიმეა, ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. მეორე დაშავებული კი რცება ადგილზე და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.