“ჩირუხიში თუ ვინმე არ ხართ ნამყოფი ერთხელ მაინც უნდა ახვიდეთ. იქ საერთოდ სხვა გარემოა, ინტერნეტი საერთოდ არ არის, ელექტროენერგია არის, მაგრამ მოწყვეტილია ცივილიზაციას.
ბავშვები რომ გამოდიან საღამოობით, ცეცხლი ინთება, “წეროებს” თამაშობენ, დარბიან – “მგელობანა”-ს თამაშობენ.
ოჯახები ყველა რომ გეპატიჟება, პირველ სართულზე ბოსელები აქვთ, საქონელს ათავსებენ, მე-2 სართულზე თვითონ ცხოვრობენ. ძველი ტრადიციებია შენარჩუნებული მანდაც”-ზურა გელაშვილი









