“ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ”, – ასე პასუხობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.
“ბატონ გიგას ეტყობა არ ახსოვს, ჩვენ რატომ გამოვაცხადეთ პოლიტიკური ბოიკოტი.
ჩვენი მოთხოვნა იყო, სააკაშვილი გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში – ეს იყოს ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი და ახლა მიზეზი აღარ არის, რადგან ის გადაყვანილია შესაფერის ჰოსპიტალში, ამიტომ ბოიკოტი შევწყვიტეთ.
ასე რომ, ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ პარლამენტში ბოიკოტის შეწყვეტის გამო, “ლელოს” არათანმიმდევრულები უწოდა.










