* * *
საბჭოთა მემკვიდრეობამ-
ახალი მემკვიდრეობით,
მშიერმა მოსახლეობამ
გადაღლილებმა ყლეობით,
გადაინაცვლეს გამზირზე
მიწვდნენ
ქალაქის
მოედნებს,
მცოცავი კაპიტალიზმის
მსგავსად,
ყველაფერს მოედნენ –
გორას
ჭომას და ზასტავას,
საფიჩხიას
და ბალახვანს,
ჩვენ – ყველა უბნის შვილები
უარს
ვეუბნებით
ნამახვანს!
მწერალმა ფეისბუქიდან
გააპროტესტა კვლავ ჰესი,
გვერდს უმშვენებდა მის ლეპტოპს
კაპუჩინო
და
მარკესი.
თან იწუნებდა მიტინგზე
ყურმოკრულ ქსენოფობიას,
ცხელი
ყლუპებით
ალბობდა –
ანტრეში
ნაყიდ
ლობიანს.
და იხსენებდა ინციდენტს,
საკუთარი ბავშვობიდან,
რომ
გამოექცა
მიტინგებს
ის გაყიდული ომიდან.
2021 .
ერეკლე დეისაძე
„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...










